ბილეთის ღირებულება


  • სამუზეუმო კომპლექსის (მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, სტალინის მემორიალური სახლი და პირადი ვაგონი) დათვალიერება გიდის თანხლებით - 15 ლარი
  • სტალინის პირადი ვაგონი - 5 ლარი
  • სტუდენტებისთვის სამუზეუმო კომპლექსი - 10 ლარი
  • მოსწავლეებისთვის სამუზეუმო კომპლექსი - 1 ლარი

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის მუზეუმში შესვლა უფასოა.

    შესაბამისი მოწმობის წარდგენით მუზეუმის დათვალიერება უფასოა:
  • II მსოფლიო ომის მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის
  • ICOM- ის წევრებსა და საქართველოს მუზეუმების თანამშრომლებისათვის.
  • I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის.
  • მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის.
  • სიღარიბის ზღვარსმიღმა მყოფი პირებისათვის.
  • მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისათვის.
  • იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები პირებისათვის.
  • ჟურნალისტებისათვის.
  • ჯარისკაცებისათვის.

    რჩევები და წესები:

  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს.
  • დამთვალიერებლებმა, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, სალაროსთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი.
  • მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ მიიღება.
  • ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან მათი ჯგუფის წევრების საქციელზე.
  • იკრძალება ექსპონატებზე ხელით შეხება.
  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე.
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია.
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს მუზეუმის ადმინისტრაციის თანხმობას.