18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა! 1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება , ეწყობა ახვადასხვა ღონისძიება. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი უერთდება ამ დღესასწაულს და მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს „მუზეუმის კვირეულით”.
18 მაისს სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსში შესვლა თავისუფალია.
18 - 31 მაისი
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირის გამოფენა „სტალინური ეპოქის არქიტექტურა“
21 მაისი
21:00 – საზოგადოება ბილიკის ბავშვთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა; მოდების ჩვენება საჯარო სკოლების მოსწავლეების და დევნილთა ჩსახლებაში არსებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით.
22:00 – გორელი მხატვრების გამოფენა
22:30 – „შავფაროსნების“ საჩვენებელი სანახაობა
23:00 – ცოცხალი მუსიკა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის ზაქარია ჭარუაშვილის შესრულებით
24:00 – პოეზიის საღამო, მეჯლისი
01:00 – სადღესასაწაულო ფოიერვერკი
02:00 – კოსტიუმირებული პერფორმანსი