მემორიალური სახლი
ამ პატარა სახლში სტალინის მშობლებს ერთი ოთახი და სარდაფი ჰქონდათ დაქირავებული. სარდაფში სტალინის მამა ბესარიონ ჯუღაშვილი ფეხსაცმელებს კერავდა გორელი თავადებისთვის.
მემორიალური სახლის იმ ოთახში, სადაც ჯუღაშვილები ცხოვრობდნენ, შემონახულია იმ პერიოდის ამსახველი ნივთები.
სახლის მეორე ოთახში კი , რომელიც სახლის პატრონს ეკუთვნოდა, სტალინის დედის ეკატერინე ჯუღაშვილის ნივთებია გამოფენილი.
მემორიალური სახლი 1937 წელს გაიხსნა. მოგვიანებით აიგო მემორიალური სახლის დამცავი პავილიონი (პროექტის ავტორი არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევი).