სტალინი დედას
ჩემო დედა!
გამარჯობა!
იყავი ჯანმრთელად, გულს ნუ გააკარებ სევდას.
ხომ გაგიგონია: «სანამ ცოცხალ ვარ - ასე ვიქმ, ვახარებ ჩემსა იასა, მოვკვდები - გაუხარდება სამარის მატლსა ჭიასა».
ეს ქალი ჩემი ცოლია. ეცადე, არ აწყენინო.
შენი სოსო
16 აპრილი, 1922 წელი
სტალინი დედას
გამარჯობა, დედაჩემო!
როგორა ხარ, რა გუნებაზე ხარ? დიდი ხანია შენგან წერილი არ მიგვიღია, - ჩანს, ჩემზე ნაწყენი ხარ, მაგრამ რას იზამ, ღმერთმანი, ძალიან დაკავებული ვარ. გიგზავნი 150 მანეთს, მეტი ვერ მოვახერხე. თუ ფული დაგჭირდეს, შემატყობინე, რამდენსაც შევძლებ, გამოგიგზავნი. მოკითხვა ნაცნობებს.
ნადია მოკითხვას გითვლის.
იცოცხლე დიდხანს.
შენი სოსო
29 აპრილი, 1929 წელი.
სტალინი დედას
გამარჯობა, დედა!
შენი წერილი მივიღე. კარგია, რომ არ გვივიწყებ. მე, რა თქმა უნდა, შენს წინაშე დამნაშავე ვარ, რომ ბოლო ხანებში არ გწერდი, მაგრამ სამუშაო თავზე საყრელი მქონდა და წერილისათვის დრო ვერ მოვნახე.
თავს გაუფრთხილდი, თუ რამე დაგჭირდება, მომწერე. წამლებს ნადია გამოგიგზავნის. იყავი ჯანმრთელად, მხნედ.
მე თავს კარგად ვგრძნობ.
იცოცხლე ათას წელს.
შენი სოსო
22 დეკემბერი, 1931 წელი.
სტალინი დედას
გამარჯობა,! დედაჩემო!
შენი წერილი მივიღე. მივიღე აგრეთვე მურაბა, ჩურჩხელები, ლეღვი. ბავშვებს ძალიან გაეხარდათ და მადლობას და მოკითხვას გითვლიან. სასიამოვნოა, რომ თავს კარგად, მხნედ გრძნობ.
არ ვიცი, ფული გჭირდება, თუა არა, ყოველ შემთხვევაში გიგზავნი 500 მანეთს. გიგზავნი აგრეთვე ფოტოსურათებს - ჩემსას და ბავშვებისას.
ჯანმრთელად იყავი, დედაჩემო. ნუ დაკარგავ სულის მხნეობას! გკოცნი.
შენი შვილი სოსო
ბავშვები მოკითხვას გითვლიან. ნადიას გარდაცვალების შემდეგ, რა თქმა უნდა, მძიმეა ჩემი ცხოვრება. მაგრამ არა უშავს, მამაცი ადამიანი მუდამ მამაცად უნდა დარჩეს.
24 მარტი, 1934 წელი.
სტალინი დედას
გამარჯობა, დედა!
ვიცი, შეუძლოდ ხარ, ავადმყოფობას ნუ შეუშინდები, გამაგრდი, ყველაფერი გაივლის.
გიგზავნი ჩემს ბავშვებს, მოეფერე და დაკოცნე, კარგი ბავშვები არიან. თუ მოვიცლი, მეც როგორმე შემოგივლი, გინახულებ.
მე კარგად ვარ.
ჯანმრთელად იყავი. გკოცნი!
შენი სოსო
11 ივნისი, 1935 წელი.
სტალინი დედას
დედაჩემს სალამი!
როგორ ცხოვრობ, როგორ გრძნობ თავს დედაჩემო? გადმომცემენ, რომ ჯანმრთელად და მხნედ ხარ. მართალია ეს? თუ ეს მართალია, უსაზღვროდ მიხარია. ეტყობა, ჩვენი მოდგმა მაგარი ჯიშისაა.
მე ჯანმრთელად ვარ.
ჩემი შვილებიც აგრეთვე თავს კარგად გრძნობენ.
გისურვებ ჯანმრთელობას, იცოცხლე მრავალ წელიწადს, დედაჩემო.
შენი სოსო
10 მარტი, 1937 წელი
სტალინი დედას
სალამი დედაჩემო!
გიგზავნი შალს, ჟაკეტს და წამლებს.
წამლები ჯერ ექიმს აჩვენე, შემდეგ მიიღე, იმიტომ რომ წამლის დოზაექიმმა უნდა განსაზღვროს.
იცოცხლე ათას წელიწადს, დედაჩემო!
მე ჯანმრთელად ვარ.
შენი შვილი სოსო.
ბავშვებიც მოკითხვას გითვლიან.
მაისი, 1937 წელი.